აუთსორსინგი

თანამედროვე ბიზნეს-პროცესები ტექნოლოგიური პროცესების გარეშე წარმოუდგენელია. ტექნოლოგიური პროცესის წინსვლა განაპირობებს ბიზნესის და ბიზნეს პროცესების გამარტივებას, ეფექტურობის ამაღლებას და სწრაფ განვითარებას. სწორად აწყობილი და კომპანიაზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიზენობისთვის ბევრი კომპანია მიმართავს IT აუთსორსინგს. აუთსორსინგი არის სერვისი, რომლის დროსაც მომსახურე კომპანია პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ეფექტიანად მართოს დამკვეთი ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა.

IT Outsourcing-ს გააჩნია რამოდენიმე უპირატესობა:

  • ფულის ეკონომია. IT სპეციალისტები დღესდღეობით ერთერთი მაღალანაზღაურებადი კადრია. აუთსორსინგი გაცილებით იაფი უჯდებათ კომპანიებს.
  • დროის ეკონომია. არ გიწევთ რესურესების და დროის ხარჯვა IT განყოფილების მართვაზე. მთელი დრო და ყურადღება მიმართულია ბიზნესისკენ.
  • პროფესიონალიზმი. აუთსორსელ კომპანიას ყოველთვის უფრო კვალიფიციური სპეციალისტთა ჯგუფი ჰყაბს, რომელთაგან თითოეულს გააჩნია ღრმა სპეციალიზაცია თავის სფეროში.
  • გამოცდილება. მომსახურე კომპანიას აქვს მეტი გამოცდილება, რაც მიიღწევა მრავალი სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ამ გამოცდილების საფუძველზე შემოგთავაზოთ პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზა.
  • ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლება. თქვენ არ გიწევთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, დატრეინინგება, ასევე თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები. სამუშაო ადგილის მოწყობა (ოთახი, სამუშაო მაგიდა და კომპიუტერული ტექნიკა), დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები და ა.შ.

L.com გთავაზობთ ორი სხვადასხვა ტიპის აუთსორსინგს:
სრული აუთსორსინგი - ეს არის მომსახურება, რომლის დროსაც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს IT ინფრასტრუქტურის სრულ ადმინისტრირებაზე.
ნაწილობრივი აუთსორსინგი - ეს არის მომსახურება, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება ხდება კლიენტის IT თანამშრომლებთან/მენეჯერებთან ერთად.

გთავაზობთ შემოთავაზებული სერვისების ძირითად წინასწარ ჩამონათვალს. ჩამონათვალი შეიძლება მარტივად შეიცვალოს თქვენი კომპანიის სურვილების შესამაბისად.

ინფრასტურქტურის მართვა - აღნიშნული სერვისი თავის მხრივ შეიცავს შემდეგ მომსახურებებს:

  • სერვერების მართვა;
  • ქსელის მოწყობილობების მართვა;
  • ცენტრალური სატელეფონო სისტემის მართვა;
  • მონაცემთა ბაზების მართვა
  • ბიზნეს პროგრამების მონაცემთა ბაზების ორგანიზაცია;
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
  • მონაცემთა ბაზების “ბექაფირება”
უსაფრთხოების მართვა
  • უსაფრთხოების დაგეგმვა;
  • საიმედო ინფრასტუქტურის დაგეგმვა;
  • წვდომის და იდენტიფიკაციის მართვა;
სარეზერვო სისტემების ორგანიზება
  • სარეზერვო კოპირების სისტემის დაყენება და ადმინისტრირება;
  • დისკური მასივების ორგანიზება და მართვა;
  • სარეზერვო სერვერების მართვა;
  • კლასტერების მართვა;
Service Desk - აღნიშნული სერვისი თავის მხრივ შეიცავს შემდეგ მომსახურებებს:
  • პირველადი მხარდაჭერა შეთანხმებისამებრ – სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით. ე.წ. ბილეთების სისტემის საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას მუდმივად აკონტროლოთ კომპანიაში არსებული პროცესები
  • ინციდენტების მართვა;
  • პრობლემების მართვა;